საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ, თბილისის "დინამოში" სამი ახალი წევრი ესპნაელი ფეხბურთელი ჩისკო მუნიოსი, კარლეს კოტო და ალბერტ იაგუე ითამაშებს. ფეხბურთელები დღეს, ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ოფიციალურად წარადგინეს.
სამივე ფეხბურთელმა თბილისის "დინამოსთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
აქვე გეტყვით, რომ ისინი ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვის "მილსამისთან" შეხვედრებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.
ჩისკო "დინამოში" 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, იაგუე - 19-ნომრიანით, ხოლო კოტო - 21-ნომრიანით.
"მნიშვნელოვანია დღეა არა მხოლოდ "დინამოსთვის" არამედ, მთელი ქართული ფეხბურთისთვის, რადგან ეს ესპანელი ბიჭები ჩვენთან არიან. იმედია, ისინი თბილისის "დინამოს" გააძლიერებენ. ჩვენ ავიღეთ გეზი სწრაფი თამაშისკენ. ახალი მწვრთნელი გუნდს "ბარსელონას" მეთოდებით ავარჯიშებს. იმედია, ეს მეთოდი "დინამოს" წარმატებას მოუტანს"", - განაცხადა "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.
აღნიშნული ფეხბურთელებიდან ყველაზე ცნობილი ჩისკო მუნიოსია. ის სამი წლის განმავლობაში "ვალენსიაში" თამაშობდა და კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონობაც აქვს მოგებული.