სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ცესკოში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მსურველი მეორე კანდიდატი წარადგინეს.
19 ადამიანისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდრე ანქვაბი წარადგინა. სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ცესკოში ალექსანდრე ანქვაბის წარდგენის საინიციატივო ჯგუფს აფხაზეთის ე.წ. გმირი თემურ ჩაგანავა ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ალექსანდრე ანქვაბი 58 წლისაა. 2005 დან 2009 წლამდე იგი აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტს ხელმძღვანელობდა. 2009 წლიდან იგი სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტია. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ კი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. ცესკოში წარდგენილი ე.წ. პრეზიდენტობის მსურველი პირველი კანდიდატი რაულ ხაჯიმბა, საინიციატივო ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ უკვე წარადგინა.