MySpace.com, რომელიც რუპერტ მერდოკის News Corp-ში შედის, კვირის ბოლომდე გასხვისდება. აღნიშნული ინტერნეტ-რესურსიის გასხვისებისთვის კი, მედია-მაგნატი 30 მლნ. დოლარამდე მიიღებს.
ექსპერტების გათვლებით, მერდოკის კორპორაცია უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ 580 მლნ. დოლარს უკან ვეღარ დაიბრუნებს, რომელიც 2005 წელს MySpace-ის შექმნისთვის დახარჯა.
"როგორც ჩანს მერდოკს სოციალური ქსელის მოშორება უნდა, რათა სამომავლოდ უფრო მეტი წაგება არ მიიღოს"- ფიქრობს eMarketer -ის უფროსი ანალიტიკოსი დებრა უილიამსონი.
სოფიალური ქხელის ყველაზე სარფიან მყიდველად კომპანია Specific Media ითვლება, რომელიც ინტერნეტ რეკლამაზეა ორიენტირებული
MySpace-ის მარცი Facebook-ის ტრიუმფს დაემთხვა. უკანასკნელ თვეს MySpace.com-ის საიტი 74 მლნ. მომხმარებელმა მოინახულა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32 %-ით ნაკლები მაჩვენებელია.