29 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ავტორთა საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საქართველოს ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარე გიგა კობალაძე.
როგორც კულტურის სამინისტრო იუწყება, მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოში საავტორო უფლებების სწრაფ და ეფექტურ დაცვას, არსებული საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, მათ აღმოფხვრასა და ამ მიზნის მისაღწევად ერთობლივი ძალისხმევით საერთო პროექტების მომზადება-განხორციელებას.
მემორანდუმს ხელი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მოეწერება.