სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები რუსულ სამხედრო სწავლება "კავკაზ 2011" -ში მონაწილეობენ. სწავლებას რუსეთის "ეფ-ეს-ბე" და რუსეთის შინაგანი ჯარი ერთად ახორციელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
როგორც სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო იუწყება, აღნიშნული სწავლებები "სამხრეთ ოსეთის გარდა ჩრდილო კავკასიაშიც ტარდება".
სწავლების მიზანი სახელმწიფო საზღვრების დაცვისათვის ერთოვლივი მოქმედებების შემუშავებაა.
მასალის გამოყენების პირობები