ანანური-ფასანაურის მონაკვეთზე, სოფელ ჭართალთან და მუგუდასთან 6 ადგილზე მეწყერია ჩამოწოლილი. სტიქიის გამო ანანური-ფასანაური-გუდაურის მიმართულებით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა რამდენჯერმე ჩაიკეტა.
13:00 საათზე სოფელ მენესოსთან კლდეც ჩამოიშალა. 14:40 საათის ჩათვლით მოძრაობა შეწყვეტილი იყო და დაახლოებით 200-მდე ავტომანქანა რიგში იდგა. მეწყერმა მდინარე არაგვში ჩაიტანა ელექტროსადენების საყრდენი ბოძები. დაგლეჯილია ხეები.
დამეწყრილ ადგილებში გზის გახსნით სამუშაოებს მხოლოდ ერთი ტრაქტორი აწარმოებს. ანანური - ფასანაურის მონაკვეთზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.