ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირი "განრიდებას" დაექვემდებარება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში", რომელსაც "განრიდების" მუხლი ემატება.
კანონპროექტის თანახმად, პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს, ან შეწყვიტოს სისხლისამრთლებრივი დევნა პირის (განრიდების სუბიექტის) მიმართ, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუ განრიდების სუბიექტი შეასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე პირობას: უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა ან ამ ქონების ღირებულების ანაზღაურება; დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა; მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრული ან ნაწილობრივ ანაზღაურება; სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს ფულადი თანხის გადახდა, რომლის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი; საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის უსასყიდლოდ სამუშაოს შესრულება 4-დან 8 საათამდე.
"განრიდება" არ შეეხება იმ პირებს, რომლებსაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს - ადამიანით ვაჭრობა; არასრულწლოვანით ვაჭრობა; ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლის მომსახურებით სარგებლობა; მძევლად ხელში ჩაგდება; წამება; წამების მუქარა; დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრულ დანაშულთა საქმეებზე.
იმ შემთხვევაში კი თუ განრიდების სუბიექტი არ შეასრულებს განრიდების პირობებს, პროკურორს უფლება აქვს დაიწყოს/განაახლოს სისხლისამართლებრივი დევნა.
განრიდების შეთავაზე განრიდების სუბიექტისთვის ხდება წერილობითი ფორმით, სადაც მოცემულია განრიდების პირობები, მათი შესრულების დრო, ადგილი და საშუალება.
ასევე, განრიდების სუბიექტს წერილობით განემარტება, რომ განრიდების პირობების შესრულება არის ნებაყოფლობითი და იგი სარგებლობს ბრალდებულის ყველა უფლებით.
განრიდების გადაწვეტილების მიღებამდე, პროკურორი კონსულტაციას გადის დაზარალებულთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
განრიდება გამოიყენება შესაძლებელია წინასასამართლოს სხდომის გამართვამდე; განრიდება არ გამოიყენება იმ ბრალდებულის მიმართ.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.