სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია აცხადებს, რომ მის მიმართ არაერგზის მიუმართავს ზოგ თანამედროვე ევროპელ პოლიტიკოსს წინადადებით - გამოეცხადებინა აფხაზეთს რუსეთისადმი სიძულვილი და ამის სანაცვლოდ საერთაშორისო მხარდაჭერა მიეღო. ეს განცხადება მაქსიმ ღვინჯიამ ტელეარხ "RT"-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"ასეთი მიდგომა უზნეობაად და უპერსპექტივოდ მიმაჩნია", _ აცხადებს ღვინჯია და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის რუსეთთან ურთიერთობა ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება.
"ჩვენმა ურთიერთობებმა საუკეთესო წლებიც იცოდა და დრამატული მომენტებიც, მაგრამ შევძელით და ურთიერთობა პოზიტიურ სიბრტყეში განვაგრძეთ. მიმაჩნია, რომ გვაქვს ყველა შანსი მომავალში ურთიერთობების კიდევ უფრო გასამყარებლად, მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის", _ აცხადებს ღვინჯია.