მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოებმა, ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ, 23 განცხადება დააკმაყოფილეს.
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, განცხადებებს საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ, შემდეგ კი იმართება ზეპირი მოსმენა, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი ესწრება.
5-წევრიანი საბჭოები დაკომპლექტებულია სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლებით.
საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია,
პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.