თბილისში, ჭავაჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ოპელის", "ბე-ემ-ვეს" და "სუბარუს" მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის სავარაუდო მიზეზად "სუბარუს" გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა სახელდება.
"ოპელის" მარკის ავტომობილი გაზის საწვავზე მუშაობდა, ავარიის შემდეგ კი ბუნებრივმა აირმა მანქანის ავზიდან გაჟონვა დაიწყო, ამიტომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადაც.
შემთხვევის შედეგად მძიმედ არავინ დაშავებულა.