სპეციალურმა კომისიამ 13 მაისს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა ყვარლის რაიონშიც დაასრულა. კომისიის მონაცემებით, სეტყვის შედეგად ყვარლის რაიონში 500 ჰა ვენახი და 220 ჰა ბოსტნეული კულტურები დაზიანდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან გამსახურდიამ განუცხადა, ქალაქ ყვარლის ტერიტორიაზე 40%-ით დაისეტყვა 200 ჰა ვენახი, 40%-ით 100 ჰა ბაღჩეულ-ბოსტნეული; კუჭატნის თემის ტერიტორიაზე 30%-ით დაისეტყვა 10 ჰა ვენახი და 20 ჰა ბაღჩეულ-ბოსტნეული; სოფელ შილდის ტერიტორიაზე 70-80%-ით დაისეტყვა 200 ჰა ვენახი, 40%-ით დაისეტყვა 100 ჰა ბაღჩეულ-ბოსტნეული. წინასწარი მონაცემები, ზარალის სავარაუდო ოდენობამ 1 049 000 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 13 მაისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ თელავის რაიონიც დააზარალა, სადაც 520 ჰა ვენახი და 57 ჰა მარწყვი დაზიანდა.