"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, სანამ ქვეყანას დღევანდელი ხელისუფლება მართავს, საქართველოს დეოკუპაციის პროცესი ვერ დაიწყება.
"თუკი რუსეთმა წაგვართვა ტერიტორიები, ამერიკა გვართმევს თავისუფლებას. ჩვენ თუ საჭიროება მოითხოვს რუსეთის მიმართაც გავატარებთ მსგავს ღონისძიებებს, მაგრამ დღეს, ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ იმის გამო, რომ დემოკრატიულმა საზოგადოებამ არ დაუჭიროს მხარი დღევანდელ ხელისუფლებას, რადგან ის ვერ ახერხებს თუნდაც დეოკუპაციის პროცესის დაწყებას და ვერ მოახერხებს იქამდე ვიდრე ხელისუფლებში იქნებიან", - განაცხადა კიწმარიშვილმა.