მდინარე არაგვის ადიდების გამო თბილისს წყალი შეფერხებით მიეწოდება.
დედაქალაქის ზოგიერთ რაიონს წყალი არ მიეწოდება. აბონენტთა ნაწილი კი წყალს შეფერხებით იღებს, რის მიზეზადაც გადაუღებელი წვიმიები და მდინარე არაგვის სახელდება.
წვიმამ პრობლემა შეუქმნა არაგვის ხეობაში კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" სათავე ნაგებობის შენობას.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ამან ფორსმაჟორული ვითარება შექმნა თბილისის წყალმომარაგების სისტემაში, რაც წყლის მიწოდების რეჟიმის მკვეთრად დარღვევის მიზეზი გახდა.
არაგვის ხეობის სათავე ნაგებობაზე მობილიზებულია ტექნიკური პერსონალი და სპეცტექნიკა.
მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.