დღეს, 16 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წვევამდელების ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება მოხდება.
ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" მიერ მომზადებული კანონპროექტის "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების ინიცირებას "ქრისტიან-დემოკრატები" მოახდენენ.
კანონპროექტის თანახმად, ჯარში გაწვევას უნდა დაექვემდებაროს მხოლოდ ის პირი, რომლის ასაკიც 20 წელია, შესაბამისად წვევამდელების ასაკი 20-დან 27 წლამდე უნდა გაიზარდოს.
დღეს მოქმედი ნორმის თანახმად კი ჯარში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები ექვემდებარებიან.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ცვლილებების მიზანია ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება არ შეეზღუდოთ.
გარდა ამის, ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, 18 წლის ასაკის ახალგაზრდა ჯარში წასასვლელად არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად მზად არ არის.