საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანს "ევროვიზიაში" გამარჯვება მიულოცა.
პრეზიდენტის თქმით, მან დღეს, დილით დაურეკა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანელი მომღერლების გამარჯვება "ევროვიზიის კონკურსში" პირადად მიულოცა.
"მიდა მიულოცო გამარჯვება აზერბაიჯანს. ეს მართლა ასახავს იმას თუ ბოლო პერიოდში რამხელა გზა გაიარა აზერბაიჯანმა. ყოჩაღ აზერბაიჯანს", - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ევროვიზია 2011" გამარჯვებული აზერბაიჯანი გახდა,
შესაბამისად 2012 წელს ევროვიზიის კონკურსს გამარჯვებული ქვეყნა უმასპინძლებს.