"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, "ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატებთან" ერთად გლდანის VIII სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ბრიფინგი გამართეს სადაც ციხეებში გარდაცვლილ პატიმართა სისხლის სამართლის საქმეების დროულად გამოძიებასა და იმ პირთა დასჯა მოითხოვეს, ვისი მიზეზითაც პატიმრები იღუპებიან.
კერძოდ, სასჯელარსღულების დაწესებულების ხელმძღვანელთა მხრიდან უხეშად ირღვევა პატიმრობის შესახებ კანინის 24, 119, 120, 121- ე მუხლები. აღნიშნული მუხლები სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელებს ავალდებულებს შესაბამისი სამედიცინო დამხარება გაუწიონ პატიმრებს. გარდა იმისა, რომ სასჯელაღსრულების ვერ უზრუნველყოფს პატიმართა სამედიცინო მომსახურებას, ხშირად თავად დაწესებულების თანამშრომლები არიან პატიმრების დაღუპვის მთავარი ინიციატორებიდა მიზეზი.
"როდესაც ჩვენ საპატიმროებში გაუსაძლის პირობებზე და პატიმართა წამების შესახებ ვსაუბრობთ, ხელისუფლებისთვის ეს საკმარისი არგუმენტები არ არის და კონკრეტული ფაქტების დასახელებას გვთხოვენ. ხოლო, როდესაც ფაქტებს ვახმაურებთ ამას ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგიება არ ხდება", - განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ბაკურიძემ.
ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატები მოითხოვენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ახალგაზრდა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგიება მოახდინოს ზემოთ ახღნიშნულ ფაქტებზე და დროულად დასრულდეს იმ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება, რომლებიც პატიმართა სიკვდილიანობას ეხება", - განაცხადა "ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა გიორგი პაპელიშვილმა