ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე აბანოთუბანში გვიან ღამით ცივი იარაღით ახალგზარდა დაჭრეს.
ინციდენტი კაფე „თენეის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 28 წლის ზაალ იოსებაშვილი. როგორც ირკევა დაზარალებული ივანე ლომიძე და ეჭვმიტანილი ერთმანეთს არ იცნობდნენ.
დაშავებული თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
ექიმების თქმით მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.