საუდის არაბეთი უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად არ არის და ამიტომ ქვეყანა შიდა ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ელ-რიადი ტურისტული ვიზის გაცემის განახლებას არ აპირებს. ამის შესახებ საუდის არაბეთის ტურიზმისა და არქეოლოგიის მთავარი სამმართველოს უფროსმა პრინცმა სულთან ბენ სალმან ალ-საუდმა განაცხადა.
სამეფო ყოველწლიურად 10 მილიონ ვიზას გასცემს მომლოცველებისთვის, მუშებისა და მეწარმეებისთვის.
"ქვეყანა უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად არ არის, რადგან ჯერ კიდევ არ შეუძლია მათ შესაბამისი დონის სერვისი შესთავაზოს",_აღნიშნა პრინცმა.
ამასთან, მან დასძინა, რომ 2006-დან 2010 წლამდე სხვადასხვა ჯგუფებისთვის ტურისტულ ვიზებს ექსპერიმენტის სახით გასცემდნენ.