Sotheby's აუქციონზე ანონიმმა ამერიკელმა კოლექციონერმა პოლ გოგენის საბო 340 ათას დოლარად შეიძინა. გოგენი არამარტო ატარებდა ამ საბოს, არამედ 1890 წელს იგი თავად დაამზადა. საბოს შექმნისას გოგენი ბრეტანის პეიზაჟებითა და კულტურით იყო შთაგონებული, ამიტომაც ფეხსაცმელზე ბრეტანელი ქალები და სოფლის პეიზაჟის ფრაგმენტები გამოსახა.
"მიყვარს ბრეტანი, ვხედავ მასში ველურ ბუნებას. ჩემი გრაფიტის ქვაფენილზე ჩემი საბოების კაკუნში მე მესმის ყრუ და ღრმა ხმა, ისეთი, რომელსაც ვეძებ ჩემს სურათებში",_წერდა პოლ გოგენი მეგობრის ემილ შუფენეკერისთვის მიწერილ წერილში.
Sotheby's მონაცემებით, გოგენის მიერ დამზადებული სულ სამი წყვილი საბო არსებობს. მათგან ერთი ვაშინგტონის ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში ინახება, მეორე საფრანგეთში_ერნე ლეგროს კოლექციაში.
ცნობისთვის, აუქციონზე გაყიდულ საბოს გოგენი საფრანგეთში ვიზიტის დროს ატარებდა, რითაც ხელოვნებათმცოდნე ქრისტოფერ გრეის მტკიცებით, საფრანგეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს შოკში აგდებდა. ხეზე ჭრას, როგორც ხელოვნების პირველსახეს, გოგენი მიუბრუნდა და ეს ხელობა ტაიტზე გადასვლის შემდეგაც არ მიუტოვებია.
შეგახსენებთ, რომ ამავე აუქციონზე პოლ გოგენის მიერ გაკეთებული ხის სკულპტურა "ახალგაზრდა ტაიტელი გოგო" 11,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.