ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა კომპიუტერულ მაღაზიაში მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დააკავეს.
დაკავებულმა 11 მაისს ხელყუმბარის მუქარით აღნიშნული მაღაზიიდან გაიტაცა პორტატული კომპიუტერი.
დაკავებული აღირებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით.