დღეს დილით ოკუპანტებმა თაგილონისა და ოტობაიას ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ის ტერიტორია ააფეთქეს, სადაც დაბალი ზონის რამდენიმე სოფლის ავტობუსები შემოვლითი გზით ზუგდიდისკენ გადასვლას ახერხებდნენ.
აღნიშნული აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის დანაღმვას ღონისძიებებს უიკავშირდება. ე.წ. საზღვრის დანაღმვის შესახებ ინფორმაციას თავად აგრესორები, ბროშურების სახით გალის რაიონში ავრცელებენ.
პარალელურად, ფიჩორსა და ოტობაიაში შესულია სამშენებლო მასალებით დატვირთული რამდენიმე ათეული მანქანა, რომლებიც ბაზებისა და სასაზღვრო პუნქტების მშენებლობისთვის არის გათვალისწინებული.
ამავე დროს, ადგილზე დამატებით, 50-მდე სპეც-ჯგუფია მობილიზებული.