ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინცია ბალხის ნახრე შახის ციხიდან 30 პატიმარი გაიქცა.
პროვინციის ციხეების მართვის საქმეთა სამმართველოს უფროსის, გულიამა ასმანა ფარვანის განცხადებით, გაქცეულებმა გვირაბი გათხარეს და ჯერჯერობით დაუდგენელი მიმართულებით გაქცევა სწორედ მისი გამოყენებით მოახერხეს.
გაქცეულებმა იმითაც ისარგებლეს, რომ დასვენების დღეებში ციხის დაცვის კონტიგენტის რაოდენობა ჩვეულებრივზე უფრო შემცირებულია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებულია უსაფრთხოების პოლიციის 4 თანამშრომელი, რომელთაც ბრალად დამნაშავეებთან შეთანხმებით მოქმედება ედებათ.
ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინცია ბალხის ნახრე შახის ციხეში ამჟამად სულ 150 ადამიანი იხდის სასჯელს.