დედაქალაქის მერია ვირუსით დაავადებულებს საავადმყოფოებში მისვლამდე პოლიკლინიკებისთვის მიმართვისკენ მოუწოდებს.
როგორც დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძირითადი დატვირთვა საავადმყოფოებზე მოდის, რის გამოც თითქმის ყველა საავადმყოფოში გადატვირთულობის პრობლემა შეიქმნა.
"ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად ჩვენ მთელი რიგი ღონისძიება გავატარეთ იმისთვის, რომ ე.წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით პოლიკლინიკების ექიმებს სრული ისტრუქტაჟი ჩატარებოდათ. შესაბამისად, უმჯობესი იქნება
ვურისის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეებმა თავდაპირველად რაიონის პოლიკლინიკებს მიმართონ, რის შემდეგაც პოლიკლინიკის და ოჯახის ექიმები გადაწყვეტენ, საჭიროებენ თუ არა ისინი საავადმყოფოსთვის მიმართვას", - განაცხადა უგულავამ, რომლის განმარტებითაც, აღნიშნული მომსახურების ხარისხსაც გააუმჯობესებს და სისწრაფის თვალსაზრისითაც უფრო ეფექტური იქნება.