ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სინანული გამოხატა ევროკავშირის მოწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც იერუსალიმისთვის ორი სახელმწიფოს დედაქალაქის სტატუსის მინიჭებას ეხება. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი დეკლარაციები ხელს არ უწყობენ რეგიონალური სამშვიდობო პროცესის აღდგენას.
განცხადება, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებების მეთაურებმა მიიღო, ისრაელის პოზიციას ეწინააღმდეგება.
ისრაელის მიერ იერუსალიმი, ოკუპირებული რეგიონების ჩათვლით თავის "ერთიან და განუყოფელ" დედაქალაქადაა გამოცხადებული.
"განცხადება ისრაელსა და პალესტინელებს შორის დარეგულირების ძირითადი წინააღმდეგობის _ პალესტინური მხარის მოლაპარაკებებზე უარის თქმის იგნორირებას ახდენს. ისრაელის მთავრობის მიერ მიღებული ღონისძიებების მიუხედავად, რომლებიც დიალოგის აღდგენას ეხება, ისრაელი სინანსულს გამოხატავს იმის გამო, რომ ევროკავშირმა შესაძლებლად მიიჩნია ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც ახალს არაფერს არ წარმოადგენს და არც მოლაპარაკებათა აღდგენას უწყობს ხელს", _ ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან ერთად ისრაელის დიპლომატებმა კმაყოფილება გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ განცხადება უფრო შერბილებული რედაქციით იქნა მიღებული, იმ პროექტთან შედარებით, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე შვედეთმა წარმოადგინა.
"ისრაელი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის პასუხისმგებლობის მქონე და გონიერი ქვეყნების ხმებმა უმრავლესობა მოიპოვეს, ბალანსირება მოახდინეს და ტექსტი გააუმჯობესეს", _ ნათქვამია განცხადებაში.
ბრიუსელში მიღებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ "ხანგრძლივი მშვიდობოს დასამყარებლად, საჭიროა მოლაპარაკებათა გზით მიიღწეს გზა იერუსალიმის, როგორც ორი სახელმწიფოს მომავალი დედაქალაქის სტატუსის განსასაზღვრავად".
ბრიუსელში მიღებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის "არასოდეს უღიარებია იერუსალიმის აღმოსავლეთის ანექსია" რომლის ხილვაც პალესტინელებს საკუთარი სახელმწიფოს დედაქალაქად სურს.
ამავე დროს, პალესტინის მთავრობის მეთაური სალამ ფაიადი მიესალმა ევროკავშირის მოწოდებას იერუსალიმის გაყოფის შესახებ და განცხადებას "კანონიერებისა და საერთაშორისო სამართლის ზეიმი უწოდა".
"ევროკავშირის პოზიცია მნიშვნელოვანი ეტაპია იმ გზაზე, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ პასუხისმგებლობიოს აღებამდე უნდა მიგვიყვანოს, ყველა პალესტინური ტერიტორიის ოკუპაციის, მათ შორის აღმოსავლეთ იერისალიმის ოკუპაციის შეწყვეტის საკითხში. ასეთი პოზიცია საშუალებას მისცემს პალესტინელ ხალხს შექმნას თავისი სუვერენული სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერისალიმში იქნება",_ აცხადებს ფაიადი.
პალესტინის პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასახლებების დაგმობის გამო და ღაზას სექტორის ბლოკადის მოხსნისაკენ მოუწოდა. სხვათაშორის ევროკავშირის განცხადების გამო უკმაყოფილო დარჩა ღაზას სექტორის ხელისუფლება. მოძრაობა "ჰამასის" ოფიციალური წარმომადგენლის სამი აბუ ზუხრის თქმით, ეს განცხადება "მოთხოვნის დონეზე დაბალი აღმოჩნდა" და პალესტინელი ხალხის მისწრაფებებს სავსებით არ შეესაბამება.
მასალის გამოყენების პირობები