არაბეთის გაერთიანებული ემირატები აზერბაიჯანში საელჩოს ხსნის. დღეს, ბაქოში აზერბაიჯან-არაბეთის გაერთიანებული ემირატების ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა.
როგორც ემირატების ეკონომიკის მინისტრმა, სულთანმა, ბინ საიდ ალ-მანსურმა განაცხადა, არაბეთის გაერთიანებული ემირატები წლის ბოლომდე ბაქოში დიპლომატიურ წარმომადგენლობას გახსნის.
მისი თქმით, 2010 წელს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 300 მლნ. დოლარი შეადგინა და კიდევ დიდი პოტენციალია სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
არაბი ბიზნესმენები აზერბაიჯანში ინვესტირების საკითხებს განიხილავენ, თუმცა ამ დროისთვის მათთვის ქვეყანაში მიმზიდველად მხოლოდ ტურიზმის სექტორი გამოიყურება.