საპყრობილეებს ვადაზე ადრე 37 პატიმარი დატოვებს. ამის შესახებ ე.წ. უდოს კომისიამ გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ სულ 40 პატიმრის საქმეზე იმსჯელა.
იმ მსჯავრდებულთაგან, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ, სამი ქალია. პატიმრები ციხიდან უახლოეს დღეებში გამოვლენ.