საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ლადო ვარძელაშვილის განცხადებით, ქართულ ფეხბურთში მენტალური რევოლუცია უნდა მოხდეს, "მწვრთნელი მწვრთნელს უნდა დაემსგავსოს და ფეხბურთელი ფეხბურთელს".
"დადგა დღე, როდესაც პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა მოგვეცა. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ის, რაც გააკეთეს ფეხბურთელებმა, აღარ განმეორდეს. სანამ იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც თამაშებს ყიდიან, იქამდე საქართველოს ჩემპიონატი ცუდ მდგომარეობაში იქნება. მათ თავიანთ თავს გამოუტანეს განაჩენი. ეს ერთი კონკრეტული დეტალი გამოაშკარავდა და მინდა გითხრათ გაცილებით უარესი რამეები ხდება ქართულ ფეხბურთში", - განაცხადა ვარძელაშვილმა.
შეგახსენებთ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წამომადგენლებთან საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე საფეხბურთო კლუბების კორუფციული გარიგებები გამოავლინეს. მომხდარის გამო საფეხბურთო კლუბ 'სამტრედიის", ზუგდიდის 'ბაიას", თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავეს.