ლოტკინის დასახლებაში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა. შენობის გახსნას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა ესწრებოდნენ.
ლოტკინის პოლიციის ახალ შენობაში 36 თანამშრომელი იმუშავებს.
2008 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სხვადასხვა რაიონში სულ პოლიციის განყოფილების თხუთმეტი ახალი შენობა აამოქმედა, რომლებიც უახლესი კომპიუტერული ტექნიკითაა აღჭურვილი.
შსს-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დედაქალაქში პოლიციის კიდევ ხუთი ახალი შენობა დაიწყებს ფუნქციონირებას.