თბილისი.23.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი სტიქიით დაზარალებულ ყვარლის რაიონს სტუმრობს.
მინისტრი სტიქიით მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობა, რის შემდეგაც გადაწყდება რა სახის დახმარებას გაუწევს მთავრობა მოსახლეობას.
შეგახსენებათ, რომ ძლიერი წვიმების შედეგად, კახეთში რამდენიმე რაიონი დაზარალდა. წინასწარი ინფორმაციით, ზარალი მილიონ ლარს აღწევს.