რუსეთში გამოვიდა სტატიების კრებული სახელწოდებით "აგვისტოს ტანკები", რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომს ეძღვნება. კრებული სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ცენტრის მიერაა გამოცემული. მასში ავტორები მიხეილ ბარაბანოვი, ანტონ ლავროვი და ვიაჩესსლავ ცელუიკო დაწვრილებით განიხილავენ კონფლიქტის მიმდინარეობას.
"აგვისტოს ტანკები" სამ ნაწილადაა გაყოფილი: პირველს ნაწილში საუბარია ომის დაწყების წინ ქართული არმიის რეფორმირებაზე, მეორე ნაწილში მოყვანილია საბრძოლო მოქმედებების ქრონოლოგია, მესამე ნაწილი კი მხარეთა დანაკარგებსა და აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზების დაარსება-კეთილმოწყობას ეხება. კრებულში მოყვანილია იმ იარაღის ნუსხა, რომელიც საქართველომ 2000 წლიდან შეიძინა.
კრებულის ავტორები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპერაცია "სუფთა ველის" ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო არაუგვიანეს 6 აგვისტოსა და არა 8 აგვისტოს როგორც ამას ოფიციალური თბილისი ამტკიცებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები კი (ტაქტიკური ბატალიონების ჯგუფები მე-19 დივიზიის 693-ე და 135-ე პოლკები) რესპუბლიკაში ღამის ცხინვალის დაცხრილვიდან ორი საათის შემდეგ შევიდნენ, თუმცა ოფიციალური ვერსიით ისინი მხოლოდ დილით შევიდნენ.
მთელი საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში რუსული არმიის ჯარისკაცთა რაოდენობა ქართული არმიის ჯარისკაცთა რაოდენობას არ აღემატებოდა _ ორივე მხრიდან ამოქმედებული იყო დაახლოებით 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე. ასე, რომ ექსპერტების აზრით, საბრძოლო მოქმედებების დროს რუს ჯარისკაცთა რაოდენობრივ უპირატესობაზე საუბარიც ზედმეტია.
ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსული ჯარის დანაკარგის რაოდენობა რუსეთის თავდცვის სამინისტრომ ხელოვნურად შეამციირა. სინამდვილეში კი დაიღუპა 74 ადამიანი და დაიჭრა 170 -ზე მეტი. თუმცა, როგორც ამ წიგნის ერთ-ერთი ავტორი მიხეილ ბარანოვი აცხადებს, გაკვირვებას იწვევს ის, რომ "საქართველოსგან განსხვავებით რუსეთში დღემდე არ არის გამოქვეყნებული დანაკარგის ოფიციალური ნუსხა. არადა დასამალი და სასირცხვილო აქ არაფერია. ქართველებმა დაკარგეს 170 ადამიანი დაღუპულთა და უზგო-უკვლოდ დაკარგულთა სახით, 1800 კი დაიჭრა".
საქართველოს დანაკარგები კი რომელიც სამხედრო ტექნიკას ეხება ასე გამოიყურება: არანაკლებ "ტ-72" ტიპის ათი ტანკისა, სამი სატრანსპორტო "ან-2"-ის ტიპის თვითმფრინავი და ოთხი ვერტმფრენი (სამი "მი-24" და ერთი "მი-14ბტ). განადგურდა ასევე საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. აღსანიშნავია, რომ ძირითადი დანაკარგები საქართველომ ტექნიკაში არა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს, არამედ უკან დახევისას დაკარგა. მათ ტექნიკა მიატოვეს, რომელიც მერე რუსი ჯარისკაცებისა და ოსი მოხალისეებს ჩაუვარდათ ხელში. სულ რუსეთის მხარეს აღმოჩნდა 65 ტანკი, ქვეითი საბრძოლო 20 მანქანაზე მეტი (ბმპ), 2 ჯავშანმანქანა "Cobra", დაახლოებით 10 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის დანადგარი, ასევე რამდენიმე ათეული ნაღმმტყორცნი და საბრძოლო იარაღი.
რუსეთს ავიაციაში ჰქონდა დანაკარგები, რომლებსაც მათ საკუთარი შეცდომები უწოდა. დაკარგულია 6 საბრძოლო თვითმფრინავი: 1 მოიერიშე "სუ-23სმ", 2 მოიერიშე "სუ-25ბმ" 2 ფრონტის ბომბდამშენი "სუ-24მ", და 1 შორეული უხმაურო ბომბდამშენი "ტუ-223". ამასთან ერთად ერთი მოიერიშე და ერთი ბომბდაშენი თავად რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით იყო ჩამოგდებული, თუმცა ზუსტი პასუხი ამაზე ჯერ ჯერობით არ არსებობს. ამასთან ერთად საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ ასევე კატასტროფა განიცადა ერთმა ვერტმფრენმა "მი-8მტკო"-მ და დაიწვა. რუსეთის თავდაცვის უწყება კი მხოლოდ 4 ვერტმფრენის დააკარგვას აღიარებს. ქართული მხარე კი ამტკიცებს, რომ 21 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო.
ანალიზისა და სტრატეგიის ცენტრი _ კერძო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც 1997 წელსაა შექმნილი. იგი სპეციალიზირდება სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური საკითხების შესწავლაზე.
მასალის გამოყენების პირობები