დღეს, 7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. ქართველი პოლიტიკური მოღვაწეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც აფხაზმა სეპარატისტებმა და დაქირავებულებმა 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრიტეს 67 წელი შეუსრულდებოდა.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
ჟიული შარტავამ სოხუმის მერთან გურამ გაბისკირიასთან და სხვა რამდენიმე ქართველთან ერთად აფხაზეთის დედაქალაქი არ დატოვა. აფხაზმა სეპარატისტება და დაქირავებულებმა ისინი ტყვედ აიყვანეს და ულმობელად გაუსწორდნენ.
ჟიული შარტავა 1944 წელს სენაკში დაიბადა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა ინჟინრად; შემდეგ იყო კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე. 1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წ. არჩეული იყო საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად.