1-ლი მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე უფასო ადვოკატის მომსახურებით სარგებლობას შეძლებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხებზე უფასო იურიდიული დახმარება ძალაში მხოლოდ ორი წლის შემდეგ უნდა შესულიყო, თუმცა მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა და სოციალურად დაუცველ პირებს 2011 წლის 1-ლი მარტიდან საშუალება ექნებათ, ადვოკატის უფასო მომსახურებით ისარგებლონ.
მთავრობამ ამ კუთხით გამონაკლისი დაუშვა და თუ პირს არ აქვს საშუალება, ადვოკატი დაიქირაოს, მას შეუძლია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე სახელმწიფოს ხარჯზე უფასო ადვოკატის დანიშვნა მოითხოვოს.