ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ მერიის სამარშრუტო ტენდერში გამარჯვებული ოთხი კომპანია რეალურად ერთი კომპანიაა.
"ფაქტობრივად, ეს ოთხი კომპანია გაჭრილ ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. მივიღეთ არა ოთხი, არამედ ერთი მონოპოლისტი, რომლებიც უბრალო ხალხს ლუკმაპურს ართმევს. სამუშიას ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის სამარშუტო ხაზების მძღოლებთან უკვე მივიდნენ გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები და 25 ლარის გადახდა მოთხოვეს.
"სახელმწიფოს საქმე არ არის ბიზნესში უშუალო ჩარევა. სახელმწიფო მსაჯის როლში უნდა ყოფილიყო და ეს ადამიანები თვითონ დაარეგულირებდნენ ამ ბიზნესს", - აცხადებს სამუშია.
ამასთან, იგი მოითხოვს სატენდერო კომისიის ხელმძღვანელის მოწვევას.