საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, გარემოს დაცვის სამინისტრო გარემოს დაცვის საკითხების პოლიტიკითა და კონტროლით უნდა დაკავდეს. აღნიშნულის შესახებ დარჩიაშვილმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას აღნიშნა.
"ჩვენი ოპონენტების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ვშლით. მინდა მათ ვუთხრა, რომ სტრუქტურული რეფორმები არის მუდმივი პროცესი, რომელიც რთულ კომპლექსურ სფეროებში მუდმივად ხდება და ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც იშლება", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისი შეფასებით, ის სისტემა, რომელიც არსებობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახით ,ოპტიმალური არ არის, რადგან ზედმეტად ცენტრალიზებული იყო, რაც გარკვეულ სირთულეებს იწვევდა.
"ახალა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, თუ გარემოს დაცვის სამინისტროს რეგულაციებში ჩართვა როგორ მოხდება და რა მექანიზმები ექნება გარემოს დაცვითი საკითხების გაკონტროლების დროს", - აღნიშნა დეპუტატმა.
დარჩიაშვილის თქმით, აუცილებელია, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ კონტროლის მექანიზმები ნათლად გაიწეროს.