საკრებულის დღევანდელი სხდომის პარალალურად, საკრებულოს შენობის წინ სამარშუტო ტაქსის მფლობელების საპროტესტო აქცია გაიმართა.
როგორც სამარშუტო ტაქსების მფლობელები და მძღოლები "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებენ, მათი მიზანია არასამართლიანად ჩატარებული ტენდერის გაუქმება. მათი თქმით, გამარჯვებული კომპანიები მძღოლებს უკვე სძალავენ გარკვეულ თანხას. თავდაპირველად ეს თანხა 40 ლარის ოდენობით იყო, შემდეგ კი 20 ლარის. დღეს კი 10 ლარს ითხოვენ მათგან.
აქციის მონაწილეებს თანადოგომას უცხადებენ ხალხის პარტიისა და კონსერვატორების ლიდერები.