საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ოპეკს მოუწოდებს, აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენონ ნავთობის მოპოვების თავისუფალი სიმძლავრეები ლიბიაში არსებული არეულობის გამო, რამაც შესაძლოა ენერგორესურსების მსოფლიო მიწოდება დაარღვიოს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ლიბიაში არსებულ არეულობასთან დაკავშირებით ჩაატარა სხდომა, რომელიც ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენების საკითხს მიეძღვნა.
"როგორც მომხმარებლებს, ისე მწარმოებლებს გააჩნიათ ინსტრუმენტები, რათა მიაწოდონ ბაზარზე ნავთობის ადეკვატური ოდენობა. მწარმოებლებს გააჩნით თავისუფალი სიმძლავრეები. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მზადაა დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება აუცილებლობის შემთხვევაში",- ამბობენ სააგენტოს ექსპერტები.
სააგენტოს წევრებს გააჩნიათ მარაგები მილიარდი ბარელის ოდენობით.
"ამჟამად ბაზარზე არის დღეში დაახლოებით 500-750 ათასი ბარელი ნავთობის მოპოვების უკმერისობა, ანუ მსოფლიო ყოველდღიური მოხმარების დაახლოებით 1 პროცენტი. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო და მისი წევრები განაგრძობენ სიტუაციაზე თავლყურის დევნას", - ნათქვამია განცხადებაში.