ოპეკის "კალათის" ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ბარელზე 111 დოლარს გადააჭარბა კერძოდ, 2011 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა 5.13 დოლარით ანუ 4.8 პროცენტით და ოფიციალურად შეადგინა 111.01 დოლარი ბარელზე. იანვრის თვეში ოპეკის "კალათის" საშუალო ფასი ბარელზე 92.83 დოლარს შეადგენდა. ცნობისათვის, ოპეკის "კალათის" ფასის რეკორდულ მაჩვენებელს შეადგენს 140.73 დოლარი/ბარელზე, რომელიც 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები