საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციას თანამშრომლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
"საქართველო მოხარული იქნება, თუკი ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების გადაჭრა რუსეთთან ერთობლივი ძალებით, ეტაპობრივად დაიწყება", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "პირველი კავკასიურისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, საქართველო თანამშრომლობისთვის მზადაა მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, "ჩვენი შექმნილი არ არის".