საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქაშიბაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, IT Startup პროექტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ეწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, ასევე სტუ-ის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სპეციალობის სტუდენტები.
როგორც ირაკლი ქაშიბაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის IT Startup-ის პროექტის გაცნობა და პროექტით ახალგაზრდების დაინტერესება იყო.
IT Startup დღეები საქართველოში არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამა. მიზანი საქართველოში IT ინოვაციების ხელშეწყობაა. მის ფარგლებში სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტი იზრუნებს, რომ კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი პროექტების დანერგვისათვის სათანადო გარემო შეიქმნას.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სურვილი გამოთქვეს წამყვანმა ქართულმა, ასევე უცხოურმა კომპანიებმა, მათ შორისაა HP, CISCO, UGT და სხვა.