"მაგთიკომმა'' VIP კლიენტებისათვის, "VIP კლუბი" დაარსა. "VIP კლუბის" მენეჯერი ოთარ შალიკაშვილი ამბობს, რომ "VIP კლუბში" მოხვედრის შანსი ყველაზე ერთგულ კლიენტებს ექნებათ. მისივე განმარტებით, კომპანიას "VIP კლუბის" წევრების რაოდენობა განსაზღვრული არ აქვს.
"თუ ვინ გახდება "VIP კლუბის" წევრი ამას თავად კომპანია გადაწყვეტს. თუმცა გეტყვით, რომ "VIP კლუბის" წევრებს ძალიან ბევრი სიახლე და სიურპრიზი ელოდებათ"- განაცხადა ოთარ სალიკაშვილმა.
"VIP კლუბის" წევრებს საშუალება ექნებათ, 50 ლარამდე გაზრდილი მონო-კრედიტით და უდეპოზიტო როუმინგით ისარგებლონ. იმავდროულად "VIP კლუბის" წევრები ფასდაკლებებითა და ექსკლუზიური შეტავაზებებით ისარგებლებენ კომპანიის პარტნიორ კომპანიებში, როგორიცაა "მარიოტი", "კენარი", "ემ ჯგუფი", ელიტ ელექტრონიქსი", BALLY, "ისი-პარი" და სხვა კომპანიებში.
"დარწმუნებული ვარ, რომ "მაგთის" "VIP კლუბი" კიევ უფრო სასიამოვნოს და კომფორტულს გახდის აბონენტების კომპანიასთან ურთიერთობას და ხაზს გაუსვამს თქვენს პრესტიჟს. "VIP კლუბის" წევრებისათვის დაგეგმილია მთელი რიგი განსაკუთრებული შემოთავაზებები და შეღავათები, როგორც "მაგთიკომის" ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიების მხრიდან. ამასთან "მაგთის" ქსელში "VIP კლუბის" წევრების დანახარჯის წილით და "მაგთიკომის" მიერ გამოყოფილი სახსრებით დაიგეგმება და შესრულდება საქველმოქმედო პროექტები, კულტურული და გასართობი ღონისძიებები"- განაცხადა "მაგთიკომის" გენერალურმა დირექტორმა დევიდ ლიმ.