კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ონტარიოს ტბისთვის „ამერიკის ტბის“ დარქმევის შესახებ და აღნიშნა, რომ ტბის სახელწოდებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.
ამის შესახებ კარნიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
კანადის მთავრობის მეთაურის თქმით, სახელწოდება ონტარიო ვენდატების ენაზე არსებული სიტყვიდან - Ontari’io - მომდინარეობს და ნიშნავს „ლამაზ ტბას, დიდ ტბას“.
მისივე თქმით, ამ სახელწოდებას 400 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და ის კანადის კონფედერაციის ჩამოყალიბებასა და აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებამდეც არსებობდა.
„ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა იცვლება. იცვლება მისი სავაჭრო ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული ღირსშესანიშნაობები და წყალსატევების სახელწოდებები. კანადელებმა ასევე იციან, რომ საგნებისთვის საკუთარი სახელების დარქმევა ნიშნავს, რომ ამ ტბას „ონტარიოს ტბა“ უნდა ეწოდოს ადრე, ახლა და ყოველთვის", - წერს კარნი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 აგვისტოს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდა.