10 აგვისტოს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა,ს რომლის შედეგადაც შტეფან-ვოდეს რაიონის სოფელ კროკმაზთან დრონი აფეთქდა.
„ეს ინციდენტი მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევაა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ მოლდოვა გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და მის შედეგებს, რომლებიც მთელ რეგიონში უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
„ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს მოსკოვში კონსულტაციებისთვის გაიწვევს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 9 აგვისტოს, დღისით, მოლდოვის პოლიციამ შტეფან-ვოდეს რაიონში, სოფელ კროკმაზთან ძლიერი აფეთქების შესახებ შეტყობინება მიიღო. მოგვიანებით შტეფან-ვოდეს რაიონის საბჭომ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც სოფლის განაპირას ჩამოვარდნილი დრონის მსგავსი ობიექტი ჩანდა.
მოლდოვის პოლიციაში განაცხადეს, რომ 9 აგვისტოს ქვეყნის ტერიტორიაზე აფეთქებული აპარატი ამ ტიპის პირველი შემთხვევაა და მას „დრონ-რაკეტად“ ახასიათებენ.