8 აგვისტოს დილით, დრონი რუმინეთის ტერიტორიიდან ბულგარეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და საზღვრიდან 100 მეტრში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სოფელ კარდამთან მდებარე ყოფილი საკონტროლო-გამშვები პუნქტის სიახლოვეს აფეთქდა. ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა Facebook-ზე განაცხადა.
მისი თქმით, დაშავებულები და შენობების ან ინფრასტრუქტურის დაზიანება არ არის. რადევის ინფორმაციით, აფეთქების ადგილი რუმინეთის კომპრესორული სადგურიდან 200 მეტრში, ხოლო ბულგარეთის კომპრესორული სადგურიდან 1000 მეტრში მდებარეობს. ორივე სადგური ტრანსბალკანეთის გაზსადენზეა განთავსებული.
ტერიტორია იზოლირებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები იმყოფებიან. მიმდინარეობს დრონის ტიპის დადგენა.
პრემიერის განცხადებით, დრონი თავდაპირველად არც რუმინეთის და არც ბულგარეთის საჰაერო სივრცეში არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, დრონების აღმოჩენა და იდენტიფიცირება კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.