ხარკივის ოლქის ქალაქ ლოზოვაში რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა რკინიგზის სადგურზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ამის შესახებ ხარკივის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეგუბოვი განაცხადა.
„მტერმა ლოზოვაში რკინიგზის სადგურს დრონით შეუტია. ამ დროისთვის ცნობილია ორი დაღუპული კაცის შესახებ. დაშავდა 8 ადამიანი: ხუთი კაცი და სამი ქალი. მათ შორის არიან მძიმედ დაშავებულებიც“, - განაცხადა სინეგუბოვმა.
მისი თქმით, მედიკოსთა ბრიგადები დაზარალებულებს საჭირო დახმარებას უწევენ, ხოლო ადგილზე ყველა საგანგებო სამსახური მუშაობს.
უკრაინის რკინიგზის წარმომადგენლის ოლექსანდრ პერცოვსკის განცხადებით, დარტყმა ლოზოვის სადგურთან მდებარე ვაგონზე განხორციელდა. მისი თქმით, დაშავებულები რკინიგზის თანამშრომლები არიან.