მოლდოვის კაჰულის რაიონის სოფელ ვალენის მიმდებარე ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. მოლდოვის პოლიციის წინასწარი შეფასებით, ის „გერან-2“-ის ტიპის დრონს ეკუთვნის.
მოლდოვის პოლიციის განცხადებით, ნაპოვნი ნამსხვრევების პირველადი დათვალიერების, კონსტრუქციული თავისებურებების, გამოყენებული მასალებისა და აღმოჩენილი მარკირების საფუძველზე სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საუბარია „გერან-2“-ის ტიპის დრონზე.
უწყების ინფორმაციით, ყველა ნამსხვრევი და მასთან დაკავშირებული ნივთმტკიცება დოკუმენტირებულია და ამოღებულია აუცილებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად.
მოლდოვის პოლიციის ტექნიკურ-საფეთქებელი სამსახურის სპეციალისტები გამოძიებას აგრძელებენ, რათა ინციდენტის ყველა გარემოება დაადგინონ.