დონალდ ტრამპის განცხადებების მიუხედავად, აშშ უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის გადაცემის შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ეს პროცესი გრძელდება მაშინაც კი, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასეთი შეთანხმების პერსპექტივა ეჭვქვეშ დააყენა.
წყაროების თქმით, განიხილება ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც უკრაინა რაკეტების გარკვეულ კომპონენტებს საკუთარ ტერიტორიაზე დაამზადებს, ხოლო მათი საბოლოო აწყობა ევროპის სხვა ქვეყანაში განხორციელდება.
კიევი ცდილობს მიიღოს PAC-3 ტიპის მეტი რაკეტა, რომელიც Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი ყველაზე თანამედროვე რაკეტაა და ერთ-ერთია იმ იშვიათ შეიარაღებებს შორის, რომელსაც შეუძლია რუსეთის მიერ სულ უფრო ხშირად გამოყენებული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება.