სინოდის დღევანდელი სხდომა არ არის გათვალისწინებული სამი კანდიდატის გამოსარჩევად. სინოდის დღევანდელი სხდომა დაეთმობა პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რაც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, დებულებით, გაფართოებული კრება პატრიარქის გარდაცვალების დღიდან ორი თვის შუალედში უნდა ჩატარდეს. დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება, ამას სჭირდება გაფართოებული სხდომა, ამიტომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად დებულების მიხედვით. რაც შეეხება საკითხებს, რომელზედაც სხვადასხა აზრი არსებობს, გეტყვით, რომ ყველა მღვდელმთავარი უდიდესი პატივისცემით ეპყრობა კათოლიკოს-პატრიარქს და მის მიერ დატოვებულ ამ ერთობას დიდი პასუხისმგებლობით გაუფრთხილდება. ასეთია საერთო განწყობა. უნდა ველოდოთ, რომ ყველა თემა ამ ერთობითა და პასუხისმგებლობით იქნება შეჯერებული. სინოდი შესთხოვს ღმერთს, სულიწმინდის მადლით მოხდეს ყველა საჭირო საკითხების გადაწყვეტა ისე, როგორც შეშვენის ეკლესიას და ქრისტიანულ წყობას. სავარაუდოდ, დღეს იქნება მსჯელობა იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, სინოდი დღეს საკითხების დასაზუსტებლად იკრიბება, რათა მიერ სამი კანდიდატის გამოსარჩევად შეკრების დროს აღარ იყოს სამსჯელო საკითხები და მოხდეს არჩევა.