აჭარის მაღალმთიანეთში თოვლის საფარმა 4 მეტრს მიაღწია. დიდთოვლობის გამო პარალიზებულია სოფელთან დამაკავშირებელი გზები და სკოლებში სასწავლო პროცესი ერთი კვირაა შეწყვეტილია. მოძრაობა შესაძლებელია ხულოს რაიონის ცენტრამდე.
ამ დროისთვის მაღალმთიანეთში გამწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. რაიონში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშველო ბრიგადები.
გუშინ საღამოს ხულოს რაიონის მცხოვრებთა უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. დიდთოვლობის სალიკვიდაციოდ საგანგებო რეჟიმში მუშაობს რაიონის მუნიციპალიტეტიც.