დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართება. პირველი ორი მატჩი დღეს გაიმართება. "მილანი" ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინძლებს, "ვალენსია" კი გელზენკირხენის "შალკეს".
მატჩები თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.
ორი მატჩი გაიმართება ხვალაც. გუშინ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, ბოლო ათწლეულის საუკეთესო კლუბი "ბარსელონა" ლონდონს ესტუმრება და ადგილობრივ კლუბს "არსენალს" დაუპირიპირისპირდება. იტალიური "რომა" დონეცკის "შახტიორს" "სტადიო ოლიპმიკოზე" უმასპინძლებს.
მერვედფინალების დარჩენილი ოთხი შეხვედრა მომავალი კვირის სამშაბათ-ოთხშაბათს გაიმართება. 22 თებერვალს, წყვილის აშკარა აუთსაიდერი "კოპენჰაგენი" ლონდონის "ჩელსს" უმასპინძლებს, "ლიონი" კი მადრიდის "რეალს".
23 თებერვალს, "მარსელი" საკუთარ კედლებში "მაჩესტერ იუნაიტედს" შეხვდება, ხოლო მოქმედი ჩემპიონი "ინტერი" მიუნხენის "ბაიერნს".