15 თებერვალს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა თემაზე "პროკურორის როლი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაში".
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, წარმომადგენლები საქართველოს მთავარი პროკურატურიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პრორექტორი, იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სისხლის სამართლის მიმართულების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.